Wednesday 11 November 2009

ქართული კარტოგრაფიის ისტორია


1.პროექტის სახელი: ქართული კარტოგრაფიის ისტორია

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იძიებენ ქართულ კარტოგრაფიულ გამოსახულებებს, რომლებიც შეიქმნა ქართველების მიერ და იკვლევენ კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარების ისტორიას საქართველოსში.


3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ(ბიბლიოთეკა,თბილისის უნივერსიტეტი,ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი,ხელნაწერთა ინსტიტუტი) პირველ ქართულ კარტოგრაფიულ წყაროებს და გამოსახულებებს(რუკებს), იკვლევენ მათი შექმნის ტექნოლოგიებს მათ ავტორებს,გაანალიზებენ და სისტემატიზაციაში მოიყვანენ საქართველოში კარტოგრაფიის ჩამოყალიბების ისტორიულ ეტაპებს

4. მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 14-17 წელი; 10,11,12 კლასები

5.ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე

6. პროდუქტის შესაძლო აქტივობები კლასში: ორგანიზება, რუკების,სურათების ნამუშევრების წარმოდგენა, განხილვა შედარება. ექსკურსია თბილისის კარტოგრაფიულ ფაბრიკაში.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიტყობენ კარტოგრაფიის, როგორც ყველაზე ძველი მეცნიერების მნიშვნელობას, ჩამოუყალიბდებათ გეოგრაფიული კვლევის უნარი,შექმნიან და ქრონოლოგიურად დააჯგუფებენ კარტოგრაფიის განვითარების ეტაპებს და ქართველ კარტოგრაფებს ისტ-ის გამოყენებით. მოძიებული მასალები განთავსდება ინტრენეტში.

8.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები და დაინტერესებული პირები გაეცნობიან პირველ ქართულ კარტოგრაფიულ გამოსახულებებს მათ ავტორებს და ქართული კარტოგრაფიული წყაროების(რუკების) მეშვეობით ეზიარებიან იმდროინდელი საქართველოს ვირტუალურ სამყაროს. შესაძლებელია მოძიებული მასალით ვიკიპედიის სესაბამისი ქართულენოვანი გვერდის გამდიდრება,რომელიც უთუოდ გამოადგებათ დაინტერესებულ პირებს.

9.საგნებთან კავშირი /სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია,ხელოვნება,ინფორმატიკა. გეო X 2, 3, 4, 5.

10.მონაწილეები სხვადასხვა სკოლიდან: 165 და 56 საჯარო სკოლა.

11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მამუკა თორაძე

12.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mamukatora@gmail.com

13. პროექტის ფორუმი

14. პროექტის ვებ-გვერდი